პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუ ეს მათემატიკური ხრიკები იცი, სხვებზე უფრო სხარტი ხარ
მათემატიკა საკმაოდ რთული საგანია. მოსწავლეებს უჭირთ მისი ათვისება. თუმცა თუ ამოცანების ამოხსნის მარტივ ხერხებს ისწავლიან, შეიძლება შეუყვარდეთ კიდეც ეს საგანი.
ნახეთ ვიდეოში 10 მარტივი მათემატიკური ხრიკი და სხვებსაც გაუზიარეთ.