Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეებს

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, მოსწავლეთათვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

იხილეთ რეკომენდაციები და არ დაგავიწყდეთ !!!

წაიკითხეთ სრულად