Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა

​რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა

რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, კანონმდებლობით, შესაბამისი დასაბუთებისა და სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დაწყების ვადები შეცვალონ. ასევე განსაზღვრულია სასკოლო ასაკი: სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული ექვსი წელი.

რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სწავლის დაწყებას 15 სექტემბრამდე ითხოვენ, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სტანდარტების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საუბარია უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა დაიცვან.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად