განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
„სწავლა თამაშით“ - ახალი ციფრული სასწავლო პროგრამა
საქართველოს 15 სკოლაში სწავლების ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები და რესურსები ინერგება, - ინფორმაციას unicef Georgia ავრცელებს.
„ელექტრონული სწავლების ციფრული პროგრამა - „ვსწავლობთ თამაშით“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნული და ისეთ კომპეტენციებს ავითარებს, როგორებიცაა - წერა-კითხვა, ტექნოლოგიური უნარები, შემოქმედობითობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია,“ - აღნიშნულია unicef Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.