განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
როგორ მოვამზადოთ სასწავლო რესურსი მოსწავლეებისთვის - ნიმუში
გთავაზობთსასწავლო რესურსის ნიმუშს, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, მაგული დიასამიძემ მოამზადა.
სასწავლო რესურსის თემა იყო მოსწავლეებისთვის სასუნთქი სისტემის გაცნობა. იხილეთ სასწავლო რესურსი „სასუნთქი სისტემა“.