განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
„მუშავდება რეგულაციები, რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია“... ამირან გამყრელიძე
სკოლებთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები მუშავდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ განაცხადა.
„სკოლებთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ეპიდსიტუაცია ასეთი გვექნება, როგორიც დღეს გვაქვს, მართვადი, მაშინ სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის. ოღონდ, რა თქმა უნდა, მუშავდება შესაბამისი რეგულაციები - რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჰიგიენის საშუალებები, თერმოსკრინინგი აუცილებელი გახდება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.