Baby Bag

,,განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა''

,,განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილება და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განსახილველ თემას წარმოადგენდა: „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“. დისკუსიის დროს მხარეებმა განიხილეს პოსტპანდემიური დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური შედეგების გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, და ზოგადად, უმაღლესი განათლების სექტორზე; ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები, პოსტპანდემიურ პერიოდში უმაღლესი განათლების სექტორის ადაპტირებისა და შემდგომი განვითარების საკითხები.

მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „დიდ მადლობას მოვახსენებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს საინტერესო სადისკუსიო პანელის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა მონაწილე მხარისათვის. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახსა და აუდიტორიის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წარმატებას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. ასევე, სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე გადაუხადა მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრო უწყვეტ კომუნიკაციაში იყო და სასარგებლო რეკომენდაციებსა და რჩევებს იღებდა. მან მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 102.7 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელიც საქართველოში ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას გულისხმობს. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება საქართველოს პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევათა დაძლევაში.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებისთანავე საგანგებოდ შეკრებილ რექტორთა საბჭოს პირველ ეტაპზე მიეცა მკაფიო რეკომენდაცია, გაზაფხულის სემესტრი ელექტრონული სწავლების ფორმატში პილოტირების რეჟიმში განეახლებინა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარმატებით წარიმართა. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ.

მინისტრმა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტ „ტელესკოლაზეც“ (TV-School) ისაუბრა, სადაც ყველა კლასისა და საგნის ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც „პირველი არხი – განათლების“ ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც დიდი ინტერესით უყურებენ.

მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, შემდგომაც გაგრძელდება, მათ შორის არის პროექტი „ტელესკოლაც“. წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ელექტრონული რესურსების გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორების დისტანციურად ჩართვას გულისხმობს.

ISET-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების წამყვანმა ექსპერტებმა: ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის პრეზიდენტმა კარლ დიტრიხმა, მაგნა კარტას ობსერვატორიის (ბოლონია) და აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ბრიუსელი) პრეზიდენტმა სიჯბოლტ ნორდამ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობი...
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

შეიძლება დაინტერესდეთ

არაქართულენოვანი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები

არაქართულენოვანი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:

ხელოვნებაV-VI კლ. - შპს გამომცემლობა კლიო

სომხურ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/z48xlz

მოსწავლის წიგნი - http://tiny.cc/boaylz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/d28xlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/o2bylz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/d9bylz

აზერბაიჯანულ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/2xiylz

მოსწავლის წიგნი - http://tiny.cc/xuiylz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/bxiylz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/8oiylz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/iajylz

რუსულ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/2mjylz

მოსწავლის წიგნი - http://tiny.cc/jtjylz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/qljylz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/76jylz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/kjkylz

ჩვენი საქართველოV-VI კლ. - შპს გამომცემლობა კლიო

სომხურ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/pyvzlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/rwtzlz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/15tzlz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/qswzlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/9muzlz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/8bvzlz

აზერბაიჯანულ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/30vzlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/urtzlz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/bguzlz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/cvvzlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/s6uzlz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/fqvzlz

რუსულ ენაზე

V კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/82vzlz

მოსწავლის წიგნი 1-ლი ნაწილი - http://tiny.cc/yktzlz

მოსწავლის წიგნი მე-2 ნაწილი - http://tiny.cc/59tzlz

VI კლასი

მასწავლებლის წიგნი - http://tiny.cc/fsvzlz

მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი - http://tiny.cc/xtuzlz

მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი - http://tiny.cc/7lvzlz

მე და საზოგადოება III-IV კლ.- შპს გამომცემლობა სიდი

მოსწავლის წიგნი და მასწავლებლის წიგნი სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე -https://www.facebook.com/206690156846270/posts/622883388560276/?sfnsn=mo

მუსიკა V-VI კლ. - შპს გამომცემლობა ინტელექტი

სომხურ ენაზე

V კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2JnZ5GK

VI კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2QPBXVK

აზერბაიჯანულ ენაზე

V კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2X7guvF

VI კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2wAVKl6

რუსულ ენაზე

V კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2WV4OMj

VI კლასის მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/33XT8cX

მათემატიკა I-IV კლ. - შპს გამომცემლობა ინტელექტი

სომხურ ენაზე

I კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2X2S1qW

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=680

მოსწავლის რვეული - https://intelekti.ge/book_ge.php?id=680

II კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2Uwge7F

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=681

მოსწავლის რვეული - https://intelekti.ge/book_ge.php?id=681

III კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2UPA6kR

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=682

IV კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/3aBbG5n

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=683

აზერბაიჯანულ ენაზე

I კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/3dC7Uuv

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=680

II კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2xxmpPS

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=681

III კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2UQqlTA

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=682

IV კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/33R2hnG

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=683

რუსულ ენაზე

I კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/2QWs9th

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=680

II კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/39sd2hr

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=681

III კლ

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/3dI8RRT

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=682

IV კლ.

მასწავლებლის წიგნი - https://bit.ly/3dHniG1

მოსწავლის წიგნი - https://intelekti.ge/book_ge.php?id=683

მათემატიკა V-VI კლ. - შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

აზერბაიჯანულ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/mathematika-5-mastsavleblis-tsigni/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/mathematika-6-mastsavleblis-tsigni-2/

რუსულ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/5-p-p/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/mathematika-6-mastsavleblis-tsigni/

სომხურ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/mathematika-5-mastsavleblis-tsigni-2/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/mathematika-6-mastsavleblis-tsigni-3/

ბუნებისმეტყველება I-IVკლ. - შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რუსულ ენაზე

I მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/priroda-1-kniga-uchitela/

II მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/2-p-p/

III მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-3-mastsavleblis-tsigni/

IV მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-4-mastsavleblis-tsigni/

აზერბაიჯანულ ენაზე

I მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-1-mastsavleblis-tsigni-2/

II მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-2-mastsavleblis-tsigni/

III მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-3-mastsavleblis-tsigni-2/

IV მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-4-mastsavleblis-tsigni-2/

სომხურ ენაზე

I მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-1-mastsavleblis-tsigni-3/

II მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-2-mastsavleblis-tsigni-2/

III მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-3-mastsavleblis-tsigni-3/

IV მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-4-mastsavleblis-tsigni-3/

ბუნებისმეტყველება V-VI კლ. - შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რუსულ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-5mastsavleblis-tsigni/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-6-mastsavleblis-tsigni/

აზერბაიჯანულ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-5-mastsavleblis-tsigni-arm/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-6-mastsavleblis-tsigni-azer/

სომხურ ენაზე

V კლ. მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-5-mastsavleblis-tsigni-2/

VI კლ.მასწავლებლის წიგნი - https://sulakauri.edu.ge/product/buneba-6-mastsavleblis-tsigni-3/

ფიზიკური აღზრდა I-IV კლ - შპს გამომცემლობა პეგასი

სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე

I-II კლ. მასწავლებლის წიგნი - http://pegasus.ge/2018/07/11/sport1-4/

სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე

III-IV კლ. მასწავლებლის წიგნი სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე - http://pegasus.ge/2018/07/11/sport1-4/

წაიკითხეთ სრულად