მათემატიკის ტესტის გამსწორებლების შესარჩევი კონკურსი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 24 მაისს ჩატარდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
- უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (მათემატიკის სპეციალისტი) და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
- ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.