Baby Bag

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში

​რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში

რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში?

აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

მათი განმარტებით, მხოლოდ იმ მასწავლებელს ექნება განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდება საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ვერ დაძლევს მინიმალურ საგნობივ და პროფესიულ კომპეტენციას, ან მოისურვებს 2019 წლის ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.

წაიკითხეთ სრულად