მასწავლებელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც კერძო სკოლაში ბიზნეს უნარების მიმართულების ხელმძღვანელია და მოსწავლეებს ბიზნესსა და ლიდერობას ასწავლის, ახალი საგანი დანერგა. ბიზნეს განათლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც მოიცავს. პროგრამის შესახებ საინტერესო დეტალების გასაგებად MomsEdu.ge მარიამს ესაუბრა.
- მარიამ, მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილი ბიზნეს უნარების პროგრამის შესახებ. უფრო კონკრეტულად რა გულისხმობს ბიზნეს განათლება?
- ბიზნეს უნარები ჩემი საავტორო პროგრამაა და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას, ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რაც ყველა პროფესიის ადამიანისთვის საჭიროა. ბიზნეს უნარები ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ლიდერულ და დივერგენტულ უნარებს, პრეზენტაბელურობას, გუნდურობას, კრიტიკულ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ორენოვანია: ქართული და ინგლისური.
- რა არის პროგრამის უპირატესობები?
- 2 წელია, პროგრამა აქტიურად ხორციელდება და მუდმივად იხვეწება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, აქტიურად არიან ჩართულები სახალისო დავალებების შესრულებაში, განსაკუთრებით მოსწონთ სიმულაციური თამაშები და როლური თამაშები.
- თუ უზიარებთ პროგრამას სხვა მასწავლებლებს და რამდენად კმაყოფილები არიან?
- დიახ. ინტეგრირებული გაკვეთილები გვაქვს, მაგალითად, ინგლისურთან, ფიზიკასთან - ინოვაციური მოწყობილობის შექმნის კუთხით, შემდეგ მოსწავლეები იდეას ბიზნესად
- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.
- სამომავლოდ ვგეგმავ ბიზნეს კონკურსების ორგანიზებას და რაც შეიძლება მეტი მოსწავლის ჩართვას პროგრამაში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“