დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს. კვლევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა, ლელა მეტრეველმა განახორციელა. Moms.ge-ს კვლევის ანგარიში სწორედ მან მიაწოდა.
საკვლევი საკითხი იყო ეფექტური სტრატეგიების მნიშვნელოვნება წერის სწავლების პროცესში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. კვლევის მიზანი გახლდათ, იმ მეთოდებისა და სტრატეგიების დადგენა, რომლებიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს წერის სწავლების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში:
„კვლევაში ასახულია ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მოპოვებული შედეგები და დასკვნები, რომელთა ანალიზი იძლევა საშუალებას დავადგინოთ, როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება წერის სხვადასხვა სტრატეგიისადმი, რამდენად განაპირობებს ეფექტურად შერჩეული მეთოდი წერის სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. კვლევის ანგარიში მოიცავს იმას, თუ რომელი მეთოდები და სტრატეგიებია ეფექტური წერის სწავლებისათვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში. როგორ უნდა ვასწავლოთ წერა მოსწავლეებს? რომელია წერის სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდები? ნამუშევარში განხილულია მეთოდოლოგია და მოცემულია კლევის შედეგების ანალიზი. კვლევის ანგარიშს თან ერთვის დანართის სახით კვლევისას გამოყენებული ტექსტები, მოსწავლეთა ნამუშევრები, ტესტის ნიმუშები, გამოკითხვის კითხვარი, გრაფიკული სქემები. ჩემს მოსწავლეებთან ჩატარებული კვლევის ანგარიშის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, არა მარტო მესამე კლასის მასწავლებელთათვის, არამედ ზოგადად დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის. მათი გათვალისწინებისა და სასწავლო პროცესში დანერგვის შედეგად ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და გაიზრდება წერის სწავლების დონე დაწყებით კლასებში“, - აღნიშნულია ლელა მეტრეველის კვლევის შესავალში.