ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს
სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა უახლოეს მომავალში ვაქცინაციის საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს:
,,მე პირადად, მივემხრობი იმ ჯგუფების გაქცინაციას, რომლებიც არიან 60 წელს ზემოთ. ისინი არიან რისკის ჯგუფში და არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მასწავლებელი, ექიმი, თუ რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი. როგორც სავალდებულობაზე, ასევე ასაკობრივ ჯგუფებზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო, დამატებით იმსჯელებს ამ თემაზე. ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის,'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.