ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვისა და შეცდომების გასწორების ვადა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ მასწავლებლების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს ელექტრონულ სისტემაში, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება და/ ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები, ინფორმაციას ავრცელებს.
„საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მომართვის საფუძველზე, გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება.
ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს:
დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში;
დოკუმენტაცია ატვირთულია, მაგრამ არ არის გამოქვეყნებული;
დოკუმენტაცია არ აიტვირთა ტექნიკური პრობლემის გამო (აღნიშნული გადამოწმდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში).
იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ეთიკა არის დარღვეული, მაგ: ატვირთულია ბავშვების სურათები, ან სახელები და გვარები, რაც იძლევა მონაწილეების იდენტიფიცირების საშუალებას აღნიშნული კვლევა ფასდება უარყოფითად. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ველში ატვირთული არის ორი ან მეტი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ. ორი რესურსი, ორი გაკვეთილი) და სკოლის შეფასების ჯგუფს ტექნიკურად აქვს საშუალება აქტივობის გასწვრივ დააფიქსიროს ჯამური შეფასება,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.