Baby Bag

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

დასრულდება თუ არა სასწავლო წელი 15 ივნისს? - მიხეილ ჩხენკელის პასუხი

დასრულდება თუ არა სასწავლო წელი 15 ივნისს? - მიხეილ ჩხენკელის პასუხი

დასრულდება თუ არა სასწავლო წელი 15 ივნისს? - აღიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადაცემაში ,,SWOT ანალიზი" უპასუხა. 

,,როგორც იცით, კორონავირუსის გამო არდადეგები გავახანგრძლივეთ ​პირველ აპრილამდე. თუმცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რაც გარანტიას გვაძლევს რომ სემესტრი და აკადემიური პროცესი ნომრალურად წარიმართება. გვაქვს იმედი, რომ 1 აპრილს განვაახლებთ სწავლას. ეროვნული სასწავლო გეგმის მოქნილობა საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ორი კვირა ეფექტურად გამოვიყენოთ. როდესაც მოსწავლეები 1 აპრილს დაბრუნდებიან სკოლაში, გააგრძელებენ სწავლას და ყველაფერი დათქმულ დროში დასრულდება,'' - აღნიშნა განათლების მინისტრმა. 

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

იხილეთ ასევე: 

,,არ დავუშვებთ, რომ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ'' - ეკატერინე დგებუაძე

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის MICROSOFT-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს

მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნის ელექტრონული ვერსია ყველა საგანში

როდისაა სააღდგომო დასვენების დღეები და ებმის თუ არა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ არდადეგებს?

განათლების სამინისტროს უახლესი რეკომენდაციები სკოლებს

წაიკითხეთ სრულად