Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

სიახლე მასწავლებლებისთვის - Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, Microsoft-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი, და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება.

„Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი - www.el.ge, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და იუნისეფი,“ - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​საქართველოში Microsoft Teams-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მოხმარება აქვს

​საქართველოში Microsoft Teams-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მოხმარება აქვს

საქართველოში Microsoft Teams-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მოხმარება აქვს, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

„ერთი თვის სტატისტიკის მიხედვით, Microsoft 365 პორტალის აქტივობის მაჩვენებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Microsoft Teams-ში მომხარებელთა ჯამური აქტიური რაოდენობა შეადგენს 368000-ს, ხოლო აპლიკაციაში შიდა აქტივობის მაჩვენებელი (ონლაინ შეხვედრები, გაკვეთილები, ჩეთი, მესიჯები და ა.შ.) მარტის დასაწყისთან შედარებით გაზრდილია 82600%-ით; პროგრამა Teams-ით ერთი თვის წინ დღეში მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა. ამ დროის მონაცემებით კი დღიურად 248000 ადამიანი სარგებლობს.
Office 365-ში აქტიური იუზერების რაოდენობა შეადგენს - 483000;
ელ-ფოსტის აქტიური იუზერის რაოდენობა შეადგენს - 81200;
OneDrive-ის აქტიური იუზერის რაოდენობა შეადგენს - 93000;
Forms-ის აქტიური იუზერის რაოდენობა შეადგენს - 18500,“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად