საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ პროექტს - „მასწავლებლის ხმას“ იწყებს.
„მასწავლებლის ხმა“ პედაგოგებს მოგცემთ შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ თქვენი ფიქრები, მოსაზრებები, იმსჯელოთ და წეროთ აქტუალურ თემებზე, გასცეთ და მიიღოთ რჩევები და გამოცდილება, ერთად გადაჭრათ პრობლემები, გამართოთ დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტი ემსახურება მასწავლებლის ინფორმირებას, გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია, თქვენთან ერთად შევქმნათ უკეთესი საზოგადოება უკეთეს სკოლასთან და უკეთეს მასწავლებლებთან ერთად.
ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი პუბლიცისტური ნაშრომების, ბლოგებისა და სტატიების გამოქვეყნება. ბლოგი უნდა ეხებოდეს განათლების სფეროს, სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს.
თქვენი ტექსტი უნდა მოიცავდეს 500-700 სიტყვას. არ გამოგრჩეთ თქვენი სახელის, გვარის და იმ საგნის მითითება, რომელსაც ასწავლით.
MomsEdu.ge-ს რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და წესები.
ჩვენ არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შეიცავს დისკრიმინაციას, ცილისწამებას, დისკრედიტაციას, უხამსობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, პორნოგრაფიას, მუქარას.