საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
,,ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი'' - თემურ მიქელაძე
ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პედიატრმა თემურ მიქელაძემ ,,ტელეკომპანია პირველის'' ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები:
,,სტატისტიკის მიხედვით, 0-იდან 20 წლამდე ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული. გარდაცვალება და მძიმე შემთხვევები კი პრაქტიკულად არ გვქონია, თუმცა რითია ეს განპირობებული? - შეიძლება, ეს იყოს ჯვარედინი რეაქცია წითურას საწინააღმდეგო ვაქცინასთან. შეიძლება, ვინც წითელაზეა აცრილი მეტად არის დაცული. თუმცა ზუსტი მტკიცებულებები ამისი არ არსებობს.
როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ ქრონიკული დაავადებები. ბავშვების ერთერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადება შეიძლება იყოს ე.წ ბრონხული ასთმა, შესაბამისად, მოზრდილებთან შედარებით მათთან ნაკლებადაა ამ ვირუსის მძიმედ განვითარების რისკი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პრაქტიკულად ერთმანეთს ჰგავს კორონავირუსის და სხვა ვირუსული ინფექციების სიმპტომები. ბავშვებმა შესაძლოა, საერთოდ უსიმპტომოდაც გადაიტანონ კორონავირუსი და ამავდროულად იყვნენ გამავრცელებლები. გამომდინარე აქედან, ბავშვებთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა უნდა ხდებოდეს კონტროლი და იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ისეთი ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია კონტროლდება და არა გვაქვს მეორადი გადადების შემთხვევები. აქედან გამომდინარე კორონავირუსით დაავადებულთა დიდი რაოდენობით ზრდას არ უნდა ველოდოთ.
აუცილებელია სწორი ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბავშვებს ხშირად უნდა დავაბანინოთ ხელები, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ. ოთახები კი ხშირად უნდა განიავდეს და სველი წესით დამუშავდეს,'' - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.