Baby Bag

„მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა ვცადოთ, ზედა კლასებისთვის შეიძლება სწავლის პროცესი შერეულიც იყოს,“ - სიმონ ჯანაშია

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ბავშვების ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემაზე დისტანციური სწავლების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„არსებობს მოსაზრება, რომ სექტემბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კიდევ უფრო გაამძაფრებს ბავშვების ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემას. აქ შეგვიძლია ისტორია გავიხსენოთ.მეცხრამეტე საუკუნეში ადამიანებზე ამბობდნენ, ეგ რა კაცია, სულ წიგნებთან ზის, იმის მაგივრად, რომ სამყარო ნახოს, ხმალი აიღოს და საქმე გააკეთოსო. დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს დღესაც. ბავშვებზე ამბობენ, რომ სულ კომპიუტერთან არიან. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არსებობს, დამოკიდებულებაც არის, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში დავინახეთ, რომ ტექნოლოგიებს მაღალი ღირებულება აქვს, როდესაც სწავლის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.“

„ხარისხის თვალსაზრისით ჩვეულებრივ რეჟიმშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს სკოლებში. ახალი ტიპის მეთოდების გამოყენების დროს ახალი პრობლემები ჩნდება, ერთ-ერთია, ვინ აკონტროლებს მოსწავლეს. ასევე პრობლემაა როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე, როგორ შეიძლება მისი მოტივირება. სამინისტროს უნდა ჰქონდეს გარკვეული სცენარები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენა უნდა ვცადოთ, ზედა კლასებისთვის შეიძლება სწავლის პროცესი შერეულიც იყოს.მაგალითად, ჩვენი სკოლაამ სცენარებზე მუშაობს,“ - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

არდაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მთქვენთვის, დედებისთვისშექმნაახალისივრცე. მოიწონეთგვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გახდება ცნობილი ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ

როდის გახდება ცნობილი ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ

როდის გახდება ცნობილი ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია თვის ბოლოს გამოქვეყნდება:

„აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები შესაძლოა, კვირის ბოლოს გამოქვეყნდეს. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია კი თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

მანამდე კი გაეცანით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ​სიას.

წაიკითხეთ სრულად