Baby Bag

2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება

2019 წელს ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება

„ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით 48.0 მლნ ლარია.

„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიიმართება 49.0 მლნ ლარამდე, მათ შორის, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 30%-ით.

შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომრბიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, - დასძინა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.

წაიკითხეთ სრულად