Baby Bag

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს:
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად დამატებით ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს. რაც შეეხება კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ''

,,არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.

ფაქტები:

  • კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან-1 მაისამდე.
  • დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.
დასკვნა:

  • ჩინური ვაქცინა არის ეფექტური ვუჰანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66% (შესაძლოა ალფაზეც დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება)
  • დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.
იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!

გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა ,,კარგი”.

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად