Baby Bag

,,მასწავლებლობა ტვირთია, სასჯელიც, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს...შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე...''

,,მასწავლებლობა ტვირთია, სასჯელიც, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს...შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე...''

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია

მოიწონეთ - „მასწავლებლების ს​ანდო წყარო“

ეს დღეებია აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს.

მასწავლებლობა ტვირთია.
სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს.
ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა.
კაცი მოკლა.
მდინარეში გადააგდო.
მშვიდად დაბრუნდა.
დაიძინა.
გაიღვიძა და...
მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?!
რა ქნას?
ძნელია მასწავლებლობა.
შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე...
,,გამზრდელი" სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს...უბრალოდ,ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და...
სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ...
იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან...
კაცად გაზრდაა მთავარი!!!
რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე!
მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ!
ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!!!

გიორგი, გვაპატიე!

„დარაბებს მიღმა არ დადგა გაზაფხული... რატომ ჩააყენეთ მასწავლებლები ამ დღეში?!“
„მოვიდა დრო საუბრისა...წლების წინ პედაგოგები ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენეს და გამოგვცადეს...აინტერესებდათ, საგანი თუ ვიცოდით, პროფესიულად თუ ვიყავით მზად სასწავლო პროცესისთვის.ვიღაცამ დაამტკიცა,...

შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ გაბუნიას განცხადება საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით

თამარ გაბუნიას განცხადება საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით
,,არ გამოვრიცხავ, 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა: 

,,ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედო ტენდენციაა - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი, პედაგოგებშიც არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

წაიკითხეთ სრულად