Baby Bag

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის ვიხილავთ პირველ აცრილ ბავშვს საქართველოში? - კითხვაზე ივანე ჩხაიძე პასუხობს

როდის ვიხილავთ პირველ აცრილ ბავშვს საქართველოში? - კითხვაზე ივანე ჩხაიძე პასუხობს

საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის თემაზე პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს. მისი თქმით, ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება დროში არ გაიწელება და სექტემბერში გახდება ცნობილი როგორ გადაწყდება საკითხი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად