Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სად გაგონილა, რომელ ეთიკაში წერია, გამოხვიდე და ადამიანს, რომელსაც დედა უკვდება, თავზე წამოაძახო შენი დაუდევრობის ბრალიაო, შენგან გადაედოო''

,,სად გაგონილა, რომელ ეთიკაში წერია, გამოხვიდე და ადამიანს, რომელსაც დედა უკვდება, თავზე წამოაძახო შენი დაუდევრობის ბრალიაო, შენგან გადაედოო''

,,მამაჩემი მოქმედი ექიმია.


მთელი ცხოვრება ჩემი თვალით ვუყურებ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი და პაციენტისთვის თავდადება. ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეულ იმ ექიმს, ექთანს, საავადმყოფოს თანამშრომელს, ვინც ახლა იბრძვის, მაგრამ...


სად გაგონილა, რომელ ეთიკაში წერია, გამოხვიდე და ადამიანს, რომელსაც დედა უკვდება, თავზე წამოაძახო შენი დაუდევრობის ბრალიაო, შენგან გადაედოო. 


განა თვითონ ვერ აცნობიერებს ამას? განა დამატებით სჭირდება იმის თქმა, რომ დედა სიკვდილს მის გამო ებრძვის?

საკუთარ თავს რამე რომ დამართოს, სად მივდივართ მერე?


რთული დრო გვიდგას. საკუთარ სიტყვებს უნდა დაუკვირდეს ის, ვის სიტყვებსაც ახლა იმედით და გულის კანკალით ვუსმენთ.'' - ასე გამოეხმაურა მწერალი დათო გორგილაძე ლევან რატიანის ნათქვამს. 




წაიკითხეთ სრულად