Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

სანამ სოციალურ ქსელში ცნობილ წყვილს - იკა და ნათიას გოგონა შეეძინებოდა, პალატაში იცეკვეს (ვიდეო)

სანამ სოციალურ ქსელში ცნობილ წყვილს - იკა და ნათიას გოგონა შეეძინებოდა, პალატაში იცეკვეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ცნობილი წყვილი - იკა და ნათია მშობლები გახდნენ. 

როგორც თავად აღნიშნავენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მათ გოგონა შეეძინათ და სახელად ნიცა დაარქვეს. 

სანამ ნათია იმშობიარებდა, ქმართან ერთად იცეკვა, რამდენიმე საათში კი ნიცა დაიბადა. 

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა ღმერთის წყალობით. უბედნიერესი დღე დადგა ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებით აუღწერელი. მოევლინა ამ ქვეყნად ჩვენი სიცოცხლე და სიყვარული - ნიცა“

ნახეთ ვიდეო, რომელიც მათ მშობიარობამდე გადაიღეს 

წაიკითხეთ სრულად