Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

21 წლის გოგოს ლეღვით ნახარშის გამოყენების შედეგად, სხეულის 25% აქვს დამწვარი

21 წლის გოგოს ლეღვით ნახარშის გამოყენების შედეგად, სხეულის 25% აქვს დამწვარი

თბილისის დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის დამწვრობით მოათავსეს. მას სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ამ ეტაპზე გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.

„გოგონამ ლეღვის ნახარში ორი დღის წინ წაისვა, შემდეგ სახლში მკურნალობდა და გაურთულდა. დამწვრობის ცენტრში დღეს დილით შემოიყვანეს... მას ქვემო კიდურებზე აქვს დამწვრობა. მესამე ხარისხის დამწვრობაა... ორი კვირის განმავლობაში დასჭირდება მკურნალობა, რადგან ლეღვის ნახარშის ასეთ დამწვრობას, სერიოზული ინტოქსიკაცია ახლავს თან,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის გამო, შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს, დამწვრობის გარდა, გადახურება აღენიშნება.

იხილეთ ასევე: ​როგორ დავიცვათ ბავშვები მზის სხივებისგან - 6 მარტივი რჩევა

წაიკითხეთ სრულად