Baby Bag

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში“ - მიხეილ ბატიაშვილი

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში“ - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე პედაგოგებს მათი დიდი დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული,“ - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

შეიძლება დაინტერესდეთ

დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე მესამე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო - ინფორმაცია დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთათვის!

დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე მესამე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო - ინფორმაცია დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთათვის!
დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულზე დაინიშნება! ასობით სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი:

იმ დირექტორებს, რომლებსაც გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა, შეუჩერდათ უფლება-მოსილება და მათ მოვალეობას დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. დირექტორთა ვაკანსიებიც მალე განთვასდება, ამიტომ მათ ვისაც სურთ სკოლის დირექტორად მუშაობა აუცილებელია ჩააბარონ სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

„საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც წესი მოულოდნელად ინიშნება, რადგან იანვრის ბოლოდან იგეგმება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა, დიდი შანსია, რომ გამოცდა გაზაფხულზე დაინიშნოს, ამიტომ აპლიკანტი მუდმივად მზად უნდა იყოს გამოცდაზე გასასვლელად,“ - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში

ცენტრში დაიწყო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია, ის დაიწყება 13 თებერვლიდან და დასრულდება გაზაფხულზე. 

პროგრამა შედგება 3 მიმართულებისგან:

  • პროფესიული უნარები
  • ზოგადი უნარები
  • საკონონმდებლო ბაზა
პროგრამის ხანგრძლივობაა 30 საათი.

სესიები დაიწყება 13 თებერვლიდან და ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი (სულ 10 სემინარი)

ტრენინგს ჩაატარებს მასწავლებლის სახლის სერტიფიცირებული დირექტორთა და ფასილიტატორთა ტრენერი!

სრული პროგრამის ღირებულებაა 300 ლარი.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:


რეგისტრაცია სრულდება 26 თებერვალს 23:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 47 7277.

R.
წაიკითხეთ სრულად