Baby Bag

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში“ - მიხეილ ბატიაშვილი

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში“ - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე პედაგოგებს მათი დიდი დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული,“ - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად