2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს“... #ყველაზემაგარიპროფესიაჩვენგვაქვს
მუდამ უნდა გვახსოვდეს
1. რამე თუ არ მოგწონს, უნდა ადგე და ხმამაღლა განაცხადო, კულუარებში საუბრით საქმეს ვერ უშველი
2. დიახ, რთულია იმ ადამიანის ცხოვრება, ვინც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობს „დაიმკვიდროს ადგილი“ და თუ ის გიზიარებთ გამოცდილებას ეს არ არის „თვითპიარი“ 3. ბოლომდე კმაყოფილების გრძნობა არასოდეს არ ექნება მასწავლებელს იმიტომ, რომ ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს, გატკენენ ბევრჯერ გულს, მაგრამ ამ დროს გაიხსენე შენი ყველაზე მაგარი მიგნებები და სახე გაგინათდება
4. ისწავლე დუმილი, როცა ისმენ დიდი აგრესიას. არ ეკამათო იმ ადამიანს, ვინც თავად არ იცის რა არის ღამე, სამუშაო მასალაზე „ჩამოძინება“
5. არ ელოდო მუდმივ მადლობას, ან კი რად გინდა, შენ შედეგზე იფიქრე, იმ ათწლეულების მერე მისაღებ წარმატებაზე
6. თუ სადმე დაინახე, რომ სათანადოდ არ შეგაფასეს, სხვა უფრო წინ დააყენეს და ზუსტად იცი, რომ ეს მისი „მფარველის“ ხელშეწყობითაა, გული არ გაიტეხო, შენ ყველაზე დიდი ასპარეზი გაქვს - კლასიდან შეცვალო მსოფლიო უკეთესობისაკენ
7. არ გაიკვირვო, რომ არ არის დღეს ერთი პრობლემის გარშემო ერთობა, ჯერ კიდევ არსებობს ჩარჩოები, რომლის გარღვევა ბევრ ადამიანს უჭირს
8. არ დაგწყდეს გული უმადურობაზე, ყველაზე მტკივნეულია, ძნელად შესაგუებელი, მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე მასწავლებლობა - იმ პროცესსაც უნდა შეეგუო, რომ ბევრი გამქილიკებელი გეყოლება
9. გახსოვდეს, შენ პროფესიას ბევრი არ აფასებს, მაგრამ შენს გარეშე არ არის არც ერთი არსება ამ ქვეყანაზე
10.გჯეროდეს იმ ანთებული თვალების, ახლა რომ გადაიღალა და სექტემბრიდან სულმოუთმელად დაელოდება შენს მიერ მოგონილ, შექმნილ ახალ თავგადასავლებს!