2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
,,სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს''
,,სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს'' - აღნიშნული წინადადება დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმოვანა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხების განხილვა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს.
„მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.