2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა“
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ფონდის ხელმძღვანელი და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, ელენ ვიხმანი და განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის კონსულტანტებმა საჯარო განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, წარადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული მასწავლებლის სტანდარტებისა და კარიერული განვითარების მოდელის დოკუმენტების სამუშაო ვერსიები.
„გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრის გახსნისას მინისტრის მოადგილემ სტანდარტებისა და კარიერული განვითარების შემუშავების პროცესში გასათვალისწინებელ რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორივე დოკუმენტი ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და წაახალისებდეს მათ პიროვნული თუ კარიერული განვითარების სრულყოფისთვის. თამარ ქიტიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ როგორც სტანდარტები, ასევე კარიერული განვითარების მოდული უნდა წაახალისებდეს პროფესიული განათლების სისტემაში ერთი მხრივ, დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალების, ხოლო მეორე მხრივ ახალგაზრდა პროფესიონალებისა და კოლეჯების წარმატებული კურსდამთავრებულების შემოდინებას.
მინისტრის მოადგილემ მნიშვნელოვანი აქცენტი გაამახვილა მასწავლებლის არა როგორც მენტორის, არამედ როგორც ფასილიტატორის როლის გააზრებაზე და დასძინა, რომ შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და კოლეგიალურობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროექტის მიერ შემუშავებული მიდგომები უნდა იყოს ერთი მხრივ, მასწავლებლის საქმიანობებისთვის ყოვლისმომცველი, ხოლო მეორე მხრივ, მხარეებისთვის მარტივად აღსაქმელი და ქართულ რეალობაზე მორგებული,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.