„ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი და შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულთა ზრდას ველოდებოდით, ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი არის მზად. მთავარი არის, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს მივიღეთ - ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეიძლება დაინტერესდეთ
ჩვენი წარმატების უკან არ ვდგავართ მარტო ჩვენ
ჩვენს პროფესიაშიც ზუსტად ასეა. ისინი, ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლებაც აქვს და პასუხისმგებლობაც, დირექტორები მაგალითად, იმითაც იმსახურებენ ჩვენს პატივისცემას, რამდენად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების გარკვეული მომენტებისა და ეტაპების (ასეთი მომენტები მოსწავლეებსაც აქვთ, მასწავლებლებსაც და თავად დირექტორებსაც) აღქმა და ჩვენი შემჩნევა, თანადგომა. ყველანი ვისურვებდით, ყველა დირექტორი ჩერჩილის მსგავსი ყურადღებითა და პატივისცემით გვეპყრობოდეს, ჩვენს თვისებებს აფასებდეს და უფრო მეტიც, მხოლოდ პროფესიულ განვითარებას კი არა პიროვნულსაც მოითხოვდეს, რადგან ესმოდეს, რომ ჩვენი სიტყვები და დამოკიდებულებები ჩვენს ქცევაში ვლინდება, ჩვენი ქცევა აყალიბებს მათ ფსიქიკას, ვისაც ვასწავლით. მთელი ეს პროცესი კი პეპლის ეფექტია, კარგი დირექტორები სწორედ ასეთები არიან, ჩერჩილის მსგავსად არაფერი რჩება მათი ყურადღების მიღმა, იმის ცოდნა, რომ ასეთი ადამიანები დგანან ჩვენ უკან ძლიერი მოტივაცია, რომელიც ყველას გვჭირდება და, რომლის ქონასაც ყველა მასწავლებელი თანაბრად იმსახურებს.
ავტორი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი მზეო შველიძე