„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 220-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.
„მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.