Baby Bag

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.

​გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.

​რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაითვალისწინეთ გიორგი ფხაკაძის რჩევები და დაიცავით თავი კოვიდისაგან - 7 რჩევა

გაითვალისწინეთ გიორგი ფხაკაძის რჩევები და დაიცავით თავი კოვიდისაგან - 7 რჩევა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას კორონავირუსისგან დაცვის 7 რჩევას სთავაზობს.

,,გაითვალისწინეთ რჩევები და დაიცავით თავი კოვიდისაგან,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

რჩევები 👇

1. პირბადე
2. ორმეტრიანი დისტანცია
3. ხელების დაბანა 20 წამი
4. C ვიტამინი (ფორთოხალი/მანდარინი) 
5. D ვიტამინი ( 35 წუთი მზეზე ყოფნა)❗
6. დღეში 10 000 ნაბიჯი, ან 45 წუთი სიარული სუფთა ჰაერზე
7. პოზიტივი

წაიკითხეთ სრულად