„არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიური აქტივობა, არ გავაჩეროთ სწავლა. სკოლები დისტანციურზე აქტიურად იყოს გადასული და არის, მაგრამ ამავე დროს იცით, რომ უკვე დამკვიდრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თეზა, რომ ყველაზე გვიან იკეტება სასწავლებლები და ყველაზე ადრე იხსნება სასწავლებლები იმიტომ, რომ არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთი მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“