მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
,,1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეები ახალ საგანს შეისწავლიან'' - აღიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„იმისთვის, რომ გარემოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ამ კუთხით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დაცვის და აგრარული განათლების საკითხების ინტეგრირებას სასკოლო განათლებაში.
ჩვენ გვქონდა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დანერგილი გარემოსდაცვითი სწავლებები, მაგრამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, მასალა იმისთვის, რომ გადამზადდეს დაახლოებით 20 000 პედაგოგი და გარემოსდაცვითი საკითხები ისწავლებოდეს პირველიდან მეექვსე კლასამდე, რომლის საშუალებითაც ჩვენ 250 000 ჩვენი ქვეყნის მოსწავლეს, მომავალს, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობას გავუჩენთ,'' - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.