Baby Bag

​„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - პედაგოგების მოხალისეობრივი შრომა პანდემიის პირობებში

​„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - პედაგოგების მოხალისეობრივი შრომა პანდემიის პირობებში

„მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი“, რომელიც სოციალურ ქსელში, Facebook-ზე შეიქმნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგების - ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ, 24 ათასზე მეტ პედაგოგს აერთიანებს. ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებს, გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელსაც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ სთავაზობს, განვითარდეს პედაგოგებს შორის თანამშრომლობითი გარემო და გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

  

ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნატალია თურქაძემ ჩვენთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩდნენ პანდემიის პერიოდში:

„მოგეხსენებათ, პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩვენ, პედაგოგებს გამუდმებით გვიწევს ახალ-ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სხვადასხვა პლატფორმის ათვისება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად. ჯონ კოტონ დანას გამონათქვამი - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ ჩვენი ჯგუფის დევიზია და ჩვენც ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისეთი ურთიერთობების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, რომელიც ზრდის პედაგოგის პროფესიული განვითარების ტემპს, თავის მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა იღებს მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს, რაც პირდაპირ კავშირშია მოსწავლის დადებით აკადემიურ შედეგთან.

მეგობრები ერთმანეთთან საუბრისას ხშირად ვიხსენებთ რონალდ ბარტის სიტყვებს, რომელიც თანამშრომლობის საჭიროებას შემდეგნაირად აფასებს: „საინტერესოა, რამდენი ბავშვის ცხოვრებას გავხდით წარმატებულს, თუ მასწავლებლები ერთმანეთს გავუზიარებდით იმას, რაც ვიცით“. სწორედ, ამიტომ ქალბატონ მზიასთან ერთად მოვიდა იდეა - ჩვენი კოლეგებისთვის შეგვეთავაზებინა ტრენინგები, ვებინარები და შეხვედრები სხვადასხვა თემაზე. ამისათვის Teams-ში შეიქმნა იგივე დასახელების ჯგუფი, სადაც ძალიან სწრაფად მოხდა პედაგოგების გაწევრიანება და ნოემბრის თვიდან ჯგუფმა ინტენსიურად დაიწყო შეხვედრების განხორციელება. დღემდე ჩატარებული გვაქვს 15 შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ პროფესიულ გამოცდილებას. დაინტერესება იმდენად დიდია, რომ თავდაპირველად პირველივე კვირას მოგვიწია 3-4 შეხვედრის ჩატარება. ჩვენი ჯგუფის მეშვეობით ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ რომელ თემებზე სურდათ პედაგოგებს ტრენინგები. თითოეული მასწავლებელი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიებს, გაიგოს მეტი და სიახლეები დანერგოს თავის პრაქტიკაში, რაც მიმართულია სწავლებისა და კლასის მართვის სტრატეგიების გაუმჯობესებისკენ. ჩვენი მიზანიც ეს არის - კოლეგათა თანამშრომლობა მხოლოდ შეხვედრების დონეზე არ დარჩეს და იგი გაგრძელდეს საკლასო ოთახებსა (იმედია, მალე დავბრუნდებით) და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში,“ - აღნიშნა ნატალია თურქაძემ.

მისივე თქმით, მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებენ კოლეგებს:

„პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ქცევა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ყველას მოგეხსენებათ, რომ პირველ მათგანს არეგულირებს „მასწავლებლის ეთიკის კოდექსი“. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, იგი გულისხმობს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას, რომელიც ჯანსაღი, კოლაბორაციული თანამშრომლობით მიიღწევა.

აღსანიშნავია ის, რომ შეხვედრების განხორციელებაში სრულად უფასოდ, დიდი დახმარება გაგვიწია სხვადასხვა ტრენერმა და ორგანიზაციამ, რიგითმა პედაგოგებმა. ამისათვის კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას მათ მიმართ.

ახალი წლიდან კვლავ ვგეგმავთ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობას, სიახარულს, წარმატებას და უფლის წყალობას,“ - აღნიშნა ნატალია თურქაძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

Ms Teams-თან დაკავშირებული განახლებული კითხვა-პასუხი მასწავლებლებს გაეგზავნათ

Ms Teams-თან დაკავშირებული განახლებული კითხვა-პასუხი მასწავლებლებს გაეგზავნათ
გთავაზობთ, Ms Teams-თან დაკავშირებულ განახლებულ კითხვებსა და პასუხებს, რომელიც მასწავლებლებს მეილზე მიუვიდათ. 

1. კითხვა: როგორ შევიდეთ Microsoft Teams-ში?

პასუხი: https://bit.ly/3diPLRx

2. კითხვა: ვმუშაობდი ჩემ მიერ შექმნილ კლასში და გამომიჩნდა ავტომატურად შექმნილი კლასები, როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: https://bit.ly/2L1h6LY

3. კითხვა: როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება.

პასუხი: ყოველკვირეულად განმეორებადი გაკვეთილის დანიშნვა, მოსწავლეებისთვის შეზღუდული უფლებებით: https://bit.ly/3bfBvrr

ინსტრუქცია მათთვის ვინც მხოლოდ მობილურ ტელეფონს იყენებს: https://bit.ly/3ftBG5M

4. კითხვა: ეკრანის გაზიარების დროს არ ისმის კომპიუტერში ჩართული ვიდეოს/აუდიოს ხმა, ან ისმის დაბალ ხმაზე.

პასუხი: პირველ რიგში უნდა სარგებლობდეთ გადმოწერილი/დაინსტალირებული Microsoft Teams-ით. გადმოწერა >> https://bit.ly/3b5sKQB გადმოწერის და ინსტალაციის ვიდეო ინსტრუქცია:>> https://bit.ly/2yqorlE

ეკრანის გაზიარების დროს ხმის ჩართვის და ხმის აწევის ინსტრუქცია >> https://bit.ly/2yyJ3b9

5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან ვერ.

პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://bit.ly/2L4JaxS

6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ.

პასუხი: https://bit.ly/3c7zAX6 ან https://bit.ly/3fvQ9y7 ვიდეო ინსტრუქცია: https://bit.ly/2YFkm7y

7. კითხვა: როგორ შევამოწმოთ კლასში მოსწავლეების დასწრება, აქტივობა/ჩართულობა.

პასუხი: https://bit.ly/3bLUSJz

8. კითხვა: როგორ დავასრულოთ გაკვეთილი ყველა მონაწილესათვის.

პასუხი: https://bit.ly/2SGhQuh

9. კითხვა: როგორ გავაკეთოთ გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერი.

პასუხი: https://bit.ly/2Wrk0ik

10. კითხვა: როგორ წავშალოთ ჩვენ მიერ გაკეთებული ვიდეო ჩანაწერი საჭიროების შემთხვევაში.

პასუხი: https://bit.ly/2xBnGpc

11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.


12. კითხვა: როგორ შევქმნათ გამორჩენილი კლასი მარტივად.

პასუხი: კლასის შექმნა შაბლონის მიხედვით: https://bit.ly/2L3Vz5f

13. კითხვა: როგორ შემოუერთდეს მოსწავლე დაწყებულ გაკვეთილს.

პასუხი: https://bit.ly/2YGQk3o

14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?

პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/2YzrNxg , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.

15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენ სკოლაში?

პასუხი: eSchool-ში, მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. ამის შემდეგ როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს შეუძლია თავის ელფოსტის და დროებითი პაროლის მოთხოვნა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.

16. როგორ გავასწოროთ დავალება.

პასუხი: https://bit.ly/2SEIhQU

17. გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ვხედავ მხოლოდ 1 აქტიურ მოსწავლეს.

პასუხი: ისარგებლეთ გადმოწერილი/დაინსტალირებული Ms Teams-ით, ნაცვლად ბრაუზერისა. https://bit.ly/3b5sKQB გადმოწერის და ინსტალაციის ვიდეო ინსტრუქცია: https://bit.ly/2yqorlE

ბრაუზერიდან ტიმსის გამოყენების დროს, ვიდეო ზარის განხორციელებისას დაინახავთ მხოლოდ 1 აქტიურ მოსაუბრეს,, ასევე შესაძლოა გქონდეთ ვიდეო თვალთან და მიკროფონთან დაკავშირებული პრობლემები. დაინსტალირებული ვერსიიდან ამ ეტაპზე აქტიურ 4 მოსწავლეს,დაინახავთ (ვინც დაილაპარაკებს ანუ მათ) მაისის ბოლომდე 9 მონაწილეს.

18. როგორ გავაზიარო დაფა?

პასუხი: Whiteboard - https://bit.ly/2yxrKYa Invizion - https://bit.ly/2L8FuLq

19. როგორ შევადგინო Quiz?

Quiz-ის გასწორება/შეფასება 1) https://bit.ly/2yBjC95


20. როგორ გამოვიყენო One note, Class note სასწავლო პროცესში?

პასუხი: Onenote 1 https://bit.ly/3dxXyv1 , Onenote 2 https://bit.ly/2YQa7Ob , Classnote 1 https://bit.ly/2yxg5bN , Classnote 2 https://bit.ly/2xDr4zW

21. როგორ წავახალისოთ ბავშვი სამკერდე ნიშნით.

პასუხი: https://bit.ly/2L7jf8K

22. როგორ გავაკეთოთ დავალებაზე უკუკავშირი? როგორ ხედავს მოსწავლე უკუკავშირს.

პასუხი: მასწავლებლის მხარე: https://bit.ly/2xE00k4 , მოსწავლის მხარე: https://bit.ly/2L49kAK

23. შემთხვევით წავშალე კლასი (ან დამატებულმა სხვა მასწავლებელმა რომელიც იყო Teacher-ის სტატუსით და შესაბამისად ავტომატურად კლასის Owner, წაშალა კლასი) და როგორ აღვადგინო?

პასუხი: შესაძლოა მოცემული მეთოდით აღადგინოს იმ მასწავლებელმა ვინც წაშალა კლასი, წაშლიდან 30 დღის განმავლობაში, https://bit.ly/2L748fy თუ არ აღდგა, უნდა შექმნათ კლასი თავიდან.

24. კალენდარში ჩანიშნული გაკვეთილი მოსწავლესთან სხვა დროს ჩნდება.

პასუხი: შეამოწმეთ თქვენც და პრობლემურმა მოსწავლემაც რომ კომპიუტერში საათი იყოს გასწორებული და სარტყელი იყოს არჩეული +4. ასევე ელფოსტაზე პარამეტრებიდან უნდა იყოს არჩეული +4 თბილისი.

სხვა სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე https://instructions.emis.ge
წაიკითხეთ სრულად