ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში, 2020-2021 სასწავლო წლებში, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს „ჯეოსელს“ („სილქნეტი“), „მაგთისა“ და „ბილაინს“ („ვიონი საქართველო“) აქვთ უფლება სკოლის მოსწავლებსა და მასწავლებლებს 30 დღიანი ინტერნეტი (20 გბ) 10 ლარად შესთავაზონ.
ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავ აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს, თუმცა როდიდან დაიწყება შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობა, უცნობია.
განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამჟამად უწყებაში სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე მუშაობენ.