Baby Bag

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

საქართველოს სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება. 

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან – 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახლის პირობებში შესასრულებელი აქტივობები - ვიდეო

აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახლის პირობებში შესასრულებელი აქტივობები - ვიდეო

განათლების სამინისტრო აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახლის პირობებში შესასრულებელ აქტივობებს წარმოგიდგენთ.

უწყების ინფორმაციით, აქტივობები დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზონ მოსწავლეებს მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.

„აქტივობები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აკადემიური, კოგნიტური და ნატიფი მოტორული უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის სკოლაში შეჩერებული სწავლის გამო ვერ ახერხებენ სკოლის რესურსოთახით სარგებლობას“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

წაიკითხეთ სრულად