Baby Bag

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

საქართველოს სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება. 

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან – 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა'' - მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადაცემაში ,,რა დროს ძილია'' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ესგ-ს მიხედვით ბავშვმა არ უნდა დაიზუთხოს სასწავლო მასალა:

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებდით, ეს არ გვქონდა გააზრებული. განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და ეს რეფორმა არის სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმას ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად