Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

გახდი სკოლის დირექტორი - სერტიფიცირების პროგრამა დირექტორობის მსურველთათვისა და მოქმედი დირექტორებისთვის!

გახდი სკოლის დირექტორი - სერტიფიცირების პროგრამა დირექტორობის მსურველთათვისა და მოქმედი დირექტორებისთვის!
ათობით სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი. სკოლის დირექტორთა ნაწილს, ანუ მათ ვისაც გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა, შეუჩერდათ უფლება-მოსილება და მათ მოვალეობას დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. დირექტორთა ვაკანსიებიც მალე განთვასდება, ამიტომ მათ ვისაც სურთ სკოლის დირექტორად მუშაობა აუცილებელია ჩააბარონ სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

გამოცდაზე გასვლა შეუძლია 65 წლამდე, უმაღლესი განათლებისა და მინიმუმ 3 წლის საჯარო სექტორში სამუშაო გამოცდილების (არა მხოლოდ განათლების სისტემა) მქონე მოქალაქეს.

„საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც წესი მოულოდნელად ინიშნება, რადგან იანვრის ბოლოდან იგეგმება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა, დიდი შანსია, რომ გამოცდაც მალევე დაინიშნოს, ამიტომ აპლიკანტი მუდმივად მზად უნდა იყოს გამოცდაზე გასასვლელად“ - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

ცენტრში დაიწყო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია. 

პროგრამა შედგება 3 მიმართულებისგან:
  • პროფესიული უნარები
  • ზოგადი უნარები
  • საკონონმდებლო ბაზა
პროგრამის ხანგრძლივობაა 30 საათი.

სესიები დაიწყება 8 იანვრიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი

ტრენინგს ჩაატარებს მასწავლებლის სახლის სერტიფიცირებული ტრენერი!

სრული პროგრამის ღირებულებაა 300 ლარი.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:


რეგისტრაცია სრულდება 6 იანვარს 23:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 477 277

R.
წაიკითხეთ სრულად