Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ სკოლებს ასე კრეატიულად მოაწყობენ, ბავშვებს სწავლისთვის მეტი მოტივაცია ექნებათ

თუ სკოლებს ასე კრეატიულად მოაწყობენ, ბავშვებს სწავლისთვის მეტი მოტივაცია ექნებათ

მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციის გასაზრდელად, სკოლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მათ შორის სკოლის კედლებსა და კიბეებზე გამრავლების ტაბულას აწერენ, კრეატიულ მიდგომებს ნერგავენ, ცდილობენ სკოლის გარემო მოსწავლეებისთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს. 

ნახეთ სკოლების ფოტოები, სადაც სწავლაზე ყველა ბავშვი იოცნებებდა

წყარო: boredpanda

წაიკითხეთ სრულად