Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მაშინ დღეში უკვდებოდათ 1000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილობა 50-ს არ აღემატება - ეს არის ვაქცინაციის ძალა!''

,,მაშინ დღეში უკვდებოდათ 1000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილობა 50-ს არ აღემატება - ეს არის ვაქცინაციის ძალა!''

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ საუბრობს და მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

,,დიდ ბრიტანეთში კოვიდის საშუალო დღიური მაჩვენებლი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს. მაშინ დღეში უკვდებოდათ 1000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილობა 50-ს არ აღემატება.

ჩვენ თუ ავცრით 70%-ს ჩვენს მოსახლეობისას ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1500-2000 -იც კი, მაგრამ სიკვდილობა იქნება არა 20 ადამიანი, არამედ 1 ან 2 ადამიანი დღეში.

ეს არის ვაქცინაციის ძალა!

აი-👍 და მიიღე მონაწილეობა პანდემიის დასრულებაში! - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 


წაიკითხეთ სრულად