Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მალე გვექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ვაქცინა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იქნება მინიმალური''

,,მალე გვექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ვაქცინა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იქნება მინიმალური''

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი: 1-ლი კორონავირუსი საერთოდ გაქრება, დავიწყებას მიეცემა და მეორე - ის დარჩება სეზონურ ვირუსად:

,,კორონავირუსი თუ დარჩება, როგორც სეზონური ვირუსი, ის არ შეცვლის ჩვენს ცხოვრების წესს, არ იქნება სახიფათო, რადგან ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის მართვა, აუცილებლად გვექნება მედიკამენტები (უკვე რამდენიმე მედიკამენტი გადის გამოცდას), გვექნება ვაქცინა, შემთხვევები იქნება, მაგრამ სიკვდილიანობა იქნება მინიმალური,'' - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად