Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრიტანეთი პიონერი აღმოჩნდა ანტივირუსული მედიკამენტის მოლნუპირავირისთვის აღიარების მინიჭებაში,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ბრიტანეთი პიონერი აღმოჩნდა ანტივირუსული მედიკამენტის მოლნუპირავირისთვის აღიარების მინიჭებაში,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბრიტანეთის მიერ ანტივირუსული მედიკამენტის აღიარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„ბრიტანეთი პიონერი აღმოჩნდა ანტივირუსული მედიკამენტის მოლნუპირავირისთვის აღიარების მინიჭებაში.

​საიტერესოა რეალურ ცხოვრებაში წამალი როგორ იმუშავებს, კვლევები კი დამაიმედებელია.

5 დღიანი კურსის ღირებულება 700$ დოლარია.

ამ წამალს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მინიმუმ 6-8 თვე ნუ დაელოდებიან!

შეგახსენებთ, ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე იაფი და უნიკალური საშუალებაა!“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად