რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.
სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ვიდეო
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ანაცვლებს თუ არა „ტელესკოლა“ teams-ში გაკვეთილების ჩატარებას?
მას შემდეგ, რაც „ტელესკოლის“ შესახებ გახდა ცნობილი, გაჩნდა კითხვა, ხომ არ ანაცვლებს აღნიშნული პროექტი ონლაინ გაკვეთილებს. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში Momsedu.ge-ს უთხრეს, teams-ში გაკვეთილების ჩატარება აუცილებელია.
„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. რაც შეეხება teams-ში გაკვეთილების ჩატარებას, აუცილებელია. სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. ეს ორივე ფორმატი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესს,“ - აღნიშნეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.