რა მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთებას გეგმავთ წელს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით? დიდი ხანია, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები ელიან კარიერული წინსვლის ახალ სქემას, როდის შეძლებენ ახალი სქემის მიხედვით სტატუსის ამაღლებას? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას
,,განათლების სამინისტრომ, მინისტრის ბრძანებით, შექმნა კომისია, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სამინისტროს, მასწავლებლის სახლის და ჩვენი სსიპ-ების წარმომადგენლები; ასევე, სპეციალისტები გარე ორგანიზაციებიდან, განათლების ექსპერტები. ჯგუფი მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარების დოკუმენტის გადამუშავებაზე მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ იმ თანამედროვე ხედვებსა და რეფორმებს, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი მიზანია რეფორმის განხორციელება არა მხოლოდ მასწავლებლის მიმართულებით, არამედ სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობთ, მაგალითად, ახლა ვიწყებთ მუშაობას სკოლის ლიდერობასთან დაკავშირებით, ასევე, ვაპირებთ რესურსცენტრების ფუნქციების გადახედვას. როდესაც სკოლებზე ვსაუბრობთ, ყველა ჭრილში უნდა დავინახოთ.
აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ვალდებულება სწორედ იმ დოკუმენტის გადახედვაა, რომელიც მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას არეგულირებს, ძალიან მოკლე ხანში დაასრულებს მუშაობას და გვეცოდინება საბოლოოდ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ შეძლებენ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები პროფესიული კარიერის გაგრძელებას – შესაძლოა იგივე პრინციპები დარჩეს, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
ინტერვიუ იხილეთ სრულად - ,,ახალი განათლება''
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.