Baby Bag

„ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები“ - მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დააჯილდოვა

„ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები“ - მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დააჯილდოვა

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! სასიხარულოა, რომ ტრადიცია გრძელდება და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის დაჯილდოება საერთაშორისო ზეიმს ემთხვევა - ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლების აღიარებას. იყო მასწავლებელი - ეს ძალიან დიდი პატივია! ჩვენი მასწავლებლები თავიანთი შრომით ამტკიცებენ, რომ არიან ჭეშმარიტად გმირები. მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე. მასწავლებლობა უაღრესად პატრიოტული პროფესიაა - პირდაპირი მნიშვნელობით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. შესაბამისად, თითოეული მასწავლებელი საზოგადოების მიერ უნდა იყოს უაღრესად დაფასებული.

ჭეშმარიტმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეში ცოდნის სიყვარულის გაღვივება, ინტელექტუალური შრომისადმი პატივისცემის გაჩენა. ეროვნული ჯილდო სწორედ ასეთი შემოქმედებითი აზროვნების მქონე მასწავლებლების დაფასებას უწყობს ხელს. ჩვენი სამინისტრო, პირადად მე, თითოეული მასწავლებლის გვერდით ვარ და დაგეხმარებით ყველა საინტერესო და შემოქმედებითი ინიციატივის განხორციელებაში.

მართალია, დღეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვყავს, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ვინც ახალგაზრდა თაობის განათლებას ასე თავდადებით ემსახურება, უკვე გამარჯვებული გახლავთ!“

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელი ჩვენი დროის გამოწვევას, პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის კეთილშობილება ამ პერიოდში განსაკუთრებით წარმოჩინდა. ის, რომ განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა, სწორედ მასწავლებლების დამსახურებაა. მინისტრის თქმით, თითოეულ მასწავლებელს ყოველდღიურად ფრონტის წინა ხაზზე უწევდა ყოფნა. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს არსებულმა გამოწვევებმა დაბადა ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი „ტელესკოლა“ - განათლების არხი, რომელიც მუდამ დარჩება და საზოგადოების განათლებას მოემსახურება.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა. კონკურსი 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების კოალიციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მისი გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, პირველი არხი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის სასწავლო ფილმები - საინტერესო რესურსი პედაგოგებისთვის

მასწავლებლის სახლის სასწავლო ფილმები - საინტერესო რესურსი პედაგოგებისთვის

მასწავლებლის სახლი სასწავლო ფილმებს აქვეყნებს.

იხილეთ ჩამონათვალი:

დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა

მნიშვნელოვანი სიტყვები

დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე

ორიენტირებული კითხვა

მკითხველთა თეატრი

ურთიერთსწავლება

ტექსტის ჩარჩოები

ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება

კითხვა და გაგება წყვილებში

სიტყვათა კლასიფიკაცია (ნაწილი I)

სიტყვათა კლასიფიკაცია (ნაწილი II)

ფერადი სილუეტების თეატრი (მომზადება, ინსტრუქცია, დაგეგმვა)

ფერადი სილუეტების თეატრი - "თევზი არის თევზი"

დაწყებითი /ემერჯენტული წიგნიერება

კროსვორდების შევსება

სიტყვების და ნახატების დაწყვილება

სიტყვებით თამაში

აფიშის/წიგნის ყდის/წიგნის დამზადება

გაყინული ეპიზოდი (ცოცხალი სურათები)

მარტივი/დარგობრივი საინფორმაციო ტექსტის შექმნა

ცხელი სკამი

ლექსიკური რუკა

ზღაპრის/მოთხრობის ჩარჩო

დავხატოთ/აღვწეროთ/დავწეროთ

რა მასწავლა მეგობარმა?

სინონიმთა და ანტონიმთა წრე

თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით

"პირამიდა"

ნიშნების დასმა

დაასათაურე ეპიზოდი და გადმოეცი მისი მოკლე შინაარსი

"იდუმალი ყუთი"

"მხიარული ბანქო"

გმირის დახასიათება

დიორამა

საჭირო სიტყვების ნუსხა

უცნობი ტექსტის კითხვა

ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა

მიზეზ-შედეგობრიობის სქემა

ანბანი წრეში

ფერადი სიტყვა

სიტყვების აწყობა

ტექსტის /ლექსის აწყობა

SQ4R

DART - ტექსტებთან დაკავშირებული მიზანმიმართული აქტივობები (ნაწილი I)

DART - ტექსტებთან დაკავშირებული მიზანმიმართული აქტივობები (ნაწილი II)

EXIT - ფართო ინტერაქცია ტექსტებთან (ნაწილი I)

EXIT - ფართო ინტერაქცია ტექსტებთან (ნაწილი II)

რას ცვლის საწყისი წინადადება (ნაწილი I)

რას ცვლის საწყისი წინადადება (ნაწილი II)

ჩემი ფოტოამბავი

სიტყვების ჯაჭვი

სიმულაციური წერილები (ნაწილი I)

სიმულაციური წერილები (ნაწილი II)

კუბები

მოლოდინების გზამკვლევი (ნაწილი I)

მოლოდინების გზამკვლევი (ნაწილი II)

სემანტიკური მატრიცა (ნაწილი I)

სემანტიკური მატრიცა (ნაწილი II)

ხელის რუკა (ნაწილი I)

ხელის რუკა (ნაწილი II)

ბრილიანტი

1-3 (ნაწილი I)

1-3 (ნაწილი II)

4-2-1 (ნაწილი I)

4-2-1 (ნაწილი II)

წიგნის ყუთები

კომიქსები

დაკარგული დეტალები (ნაწილი I)

დაკარგული დეტალები (ნაწილი II)

არეული ამბები

წაიკითხეთ სრულად