Baby Bag

ციფრული რესურსები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის

ციფრული რესურსები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის

საქართველოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რაც მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროცესს უფრო სახალისოს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით არაერთი ციფრული რესურსი შეიქმნა, რომლებსაც სკოლები ეფექტიანად იყენებენ.

​რესურსების სანახავად გადადით ბმულზე:
https://www.mes.gov.ge/content.php?id=12511&lang=geo

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.
წაიკითხეთ სრულად