Baby Bag

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

საქართველოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით ინფიცირების ​მაჩვენებელმა მოიმატა. გამომდინარე აქედან, დაიკეტა ბაღების ნაწილი, სკოლებში კი კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა სკოლების ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს. 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასკოლო გარემოში შენარჩუნდეს სწავლების პროცესი:

,,ამისთვის მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ​ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები იყო, სკოლების ის რაოდენობა, რომელიც გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, არის ძალიან ცოტა - დაახლოებით 2-2,5%. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია გრძელდება, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება, სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, ვფიქრობთ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება საჭირო. სკოლა ყველაზე გვიან უნდა დაექვემდებაროს შემზღუდველ ღობისძიებებს და ყველაზე ადრე უნდა შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. ვფიქრობ, ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში და იქ იღებდნენ განათლებას,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

შეახსენეთ მოსწავლეებს ,,ტელესკოლის'' შაბათ-კვირის გაკვეთილების ცხრილი

შეახსენეთ მოსწავლეებს ,,ტელესკოლის'' შაბათ-კვირის გაკვეთილების ცხრილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ​კვირის დღეებისა, ,,ტელესკოლა'' მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს შაბათ-კვირასაც სთავაზობს. 

იხილეთ შაბათ-კვირის ცხრილი 👇და არ დაგავიწყდეთ !!!


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


წაიკითხეთ სრულად