Baby Bag

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ​განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:

„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს, 12:00 საათიდან, პირველკლასელთა დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია იწყება

დღეს, 12:00 საათიდან, პირველკლასელთა დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია იწყება

დღეს, 12:00 საათიდან, პირველკლასელთა დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაციის გავლა აღნიშნული ბმულის https://registration.emis.ge/ - ს საშუალებით არის შესაძლებელი.

ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://catalog.edu.ge/

საყოველთაო რეგისტრაცია 23-დან 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

III ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 5 ივლისი.

წაიკითხეთ სრულად